ტრაგედია წყნეთში - გამოხმაურებები

12 ივლისი 2023, 15:04 514 ნახვა

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წყნეთში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება თვითნებურად მოხდა“ - კახა კალაძემ წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ნებისმიერი თვითნებური და კუსტარული დაერთება კანონდარღვევაა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გუშინ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი