პეტრე პავლობის სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში დღეს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. ის იმედოვნებს, რომ მის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დეტალები გაირკვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგების დასრულების შემდეგ განუცხადა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ამ დრომდე საქმეზე გამოკითხული მხოლოდ თვითონ არის, მისივე განმარტებით, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება მაისიდან მიმდინარეობს.
რაც შეეხება ეჭვებს უკავშირებენ თუ არა მეუფე შიოს მოწამვლის შესაძლებლობას გარე ფაქტორს, დეკანოზი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.