საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები მოლდოვაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით - გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.
ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 სპორტსმენიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა. გარდა ამისა დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც.
საერთო ჯამში 39 მედალია, საიდანაც ვაჟთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია, გოგონებმა კი 6 მედლის მოპოვება შეძლეს.
15 და 17 წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა.