NATO-ს სამიტის კომუნიკე

12 ივლისი 2023, 11:15 530 ნახვა

ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება. მიღებულ კომუნიკეში ნატო აღიარებს ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას, მაგრამ ამბობს, რომ ის არ შეიზღუდება დროის ჩარჩოებით.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნების მიღების ვადებთან დაკავშირებული მყარი გარანტიები არ შეიძლება იყოს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს ამ პოზიციას უპრეცედენტო და აბსურდული უწოდა და აღიარა, რომ ალიანსი ჯერ არ არის მზად უკრაინის გაწევრიანებისთვის.

სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ გააუქმონ უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა. მოკავშირეები უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ, შესაბამისი შეხვედრა დღესაა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი