ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

11 ივლისი 2023, 15:08 611 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლიან  ბათუმში.  მერიის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დატბორვის შესახებ 10 შეტყობინება შევიდა, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით კი 5. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია ხე-მცენარეები.

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება. ძლიერი ქარის გამო კი რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები, დაზიანდა ავტომანქანები, ავტობუსის გაჩერებები, ელექტროსადენები და გადამცემი ბოძები.  

განსაკუთრებით დაზიანდა ტერიტორია მე-18 ბაღთან,  სადაც ელექტრო ბოძი და ხე წაიქცა, რომლებიც  5 ავტომანქანას დაეცა.  ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს მანქანები და ასევე გაიტანეს დაზიანებული ბოძი.

ადგილობრივები მიყენებულ ზიანს სწორედ ელექტროგადამცემ ხაზებს უკავშირებენ. მათი თქმით, ბოძი ავარიული სადენებით გადატვირთული იყო, რასაც ''ენერგო პრო-ჯორჯიაში'' უარყოფენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი