ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

11 ივლისი 2023, 14:00 653 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

სხდომას ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდნენ.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ცალსახად იძლეოდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში გამოიტანა. ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში