უხვი ნალექის შედეგად, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - მერიის ცხელ ხაზზე 15 შეტყობინება შევიდა

11 ივლისი 2023, 11:13 736 ნახვა

ბათუმში, გუშინ უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ბათუმის მერიის ინფორმაციით ცხელ ხაზზე დატბორვის შესახებ 10 შეტყობინება შევიდა, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით კი 5. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია 20 ხე-მცენარე.

ბათუმის ვიცე-მერის ინფორმაციით ზარალის ზუსტი ოდენობა სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ლევან დავითაძის თქმით, წვიმის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და პროცესი ამ დრომდე გრძელდება. როგორც ვიცე-მერი ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება რა ზარალი მიაყენა უხვმა ნალექმა მოსახლეობას, მერიის საბჭოს გადაწყვეტილებით დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება. საუბარია როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ დახმარებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება. ასევე, ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის, მცენარეების, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებების, ელექტროსადენებისა და ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების ფაქტები. რამდენიმე ლოკაცია კი მეწყერული პროცესები განვითარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი