ბაიდენმა ევროპული ტურნე ლონდონიდან დაიწყო

10 ივლისი 2023, 11:11 502 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი გვიან  ღამით ლონდონში ჩავიდა. დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო ბაიდენმა ტურნე ევროპის სამ ქვეყანაში. აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ რიში სუნაკთან და ორშაბათს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზთან კლიმატის ცვლილების შესახებ იმსჯელებს.

74 წლის ჩარლზი ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გარემოსდაცვით  კამპანიას ატარებს.  ლონდონში შეხვედრის შემდეგ ბაიდენი და სუნაკი ბრიტანეთიდან ლიეტუვაში სამიტზე გაემგზავრებიან.

ლიეტუვიდან  ბაიდენი  სავარაუდოდ გაემგზავრება ჰელსინკიში, სადაც  სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი