საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

09 ივლისი 2023, 19:13 609 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ  ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალით დაასრულა.

ჩვენი ნაკრები ამ მაჩვენებლით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. 

კონტინენტის გამარჯვებულები: გიგი პაქსაძე (38 კგ), ერეკლე თავბერიძე (57 კგ) და ლუკა მარტიაშვილი (75 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი დავით შავაძე (44 კგ) და გიორგი ქვარცხავა (52 კგ) დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასევე წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც.  

ზურაბ ქალდანის შეგირდებმა ტურნირზე 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი