ტურისტული მომსახურების გაუმჯობესება - ცვლილებები ტურიზმის შესახებ კანონში

07 ივლისი 2023, 11:50 477 ნახვა

ტურისტის უფლებების დაცვა, მისი უსაფრთხოებისა და მაღალი სტანდარტის ტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა - ეს არის ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი მიზანი.

ცვლილებების მიხედვით უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც  ტურისტს დაიცავს და ზიანს აუნაზღაურებს, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი გადახდის უუნარო ტუროპერატორის  მიერ  მომსახურების გარეშე დარჩება.

ასევე ცვლილების შედეგად უნდა დარეგულირდეს   სათავგადასავლო ტურიზმი. რეგულაციების ამოქმედება  დაზღვევის მექანიზმებით  იგეგმება.  ცვლილებებზე  ტურიზმის სექტორში ჩართული  მხარეები  ბათუმში მსჯელობენ  და  ხაზს უსვამენ, რომ   ტურისტების უფლებების  დაცვის გაუმჯობესებით  ქვეყანა მაღალმხარჯველობით უნარიან   ვიზიტორებს მოიზიდავს.     

ასევე  განიხილება  ტურიზმის გადასახადის  დაწესების საკითხი, რაც სამომავლოდ მოიაზრებს ტურისტის მიერ  სასტუმროში განთავსების დროს  საფასურთან ერთად მინიმალური დანამატის გადახდას.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი