სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება

06 ივლისი 2023, 14:10 809 ნახვა

სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა ''ექპსო მედ ბათუმი''. მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა და მასტერკლასი. ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია. გაიმართება სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’. გამოფენა 7-9 ივლისს გაიმართება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში