„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა. ხაბეიშვილის გამოჩენას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე საგარეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით ჩავიდა, საუბრის მთავარ თემას საპენსიო რეფორმა იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვები ისროლეს.
ადგილობრივების განცხადებით, "ნაციონალურო მოძრაობის" ლიდერები არ უნდა იყვნენ საგარეჯოში.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.