დუდა სანაძე კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. ქართველმა კალათბურთელმა ატომერომუსთან გააფორმა კონტრაქტი. 31 წლის უკანახაზელი ბოლოს კვიპროსულ ანორთოსისში თამაშობდა.
დუდა ახალ კლუბს სექტემბერში მას მერე შეუერთდება, რაც ეროვნული ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
დუდა სანაძის ახალი კლუბი უნგრეთის 4-გზის ჩემპიონია, რომელმაც გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ვერ მოხვდა.