საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას 30:17 სძლიეს და ბონუს-ქულის აიღება მოახერხეს, რითაც ისტორიული შანსი აქვთ, ნახევარფინალში ითამაშონ.
21:00 საათიდან მსოფლიოს პირველობის მასპინძელი სამხრეთ აფრიკა ეტლონში არგენტინას უმასპინძლებს. თუ ეს შეხვედრა დასრულდება ფრედ ან არგენტინა ბონუს ქულის გარეშე მოიგებს, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს.