უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო.
„ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მოუწოდეს, თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად“, – განაცხადეს დიპლომატიურ დეპარტამენტში.
უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.