უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

04 ივლისი 2023, 09:00 512 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, დღეს დილით რუსულმა არმიამ ქალაქი ხერსონი დაბომბა.

მათივე ცნობით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი.

გენშტაბის ინფორმაციით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი სანგრები და პოზიციები დაიკავეს.

მათივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

უწყების განცხადებით, ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო, კიევის, ჩერნიჰივის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მანამდე კი საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი