ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებაზე

03 ივლისი 2023, 18:14 676 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ,  რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პრობლემურია განხილვის პროცესიც. მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით. კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი