დახურული შეხვედრა ე. წ. ციანიდის საქმეზე

21 თებერვალი 2017, 00:00 2712 ნახვა

ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სინოდის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის თქმით, შეიქმნა „რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს“. პატრიარქისა და სასულიერო პირების შეხვედრას პრეზიდენტიც შეუერთდა. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე. კომენტარები გააკეთეს სასულიერო პირებმაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი