მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადება

03 ივლისი 2023, 18:14 782 ნახვა

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ოპოზიციური კვოტით არჩეული  მრჩეველი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  საბჭოს გაუქმებას გიგა ჩხარტიშვილი და  გია ქარცივაძე მაუწყებლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუქმებად მიიჩნევენ.  მრჩეველთა საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, იგი ეწინააღმდეგება ასევე  ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. მისივე შეფასებით,  კანონმდებლებმა იერიში ერთდორიულად 4 ინსტიტუტზე მიიტანეს, მათ შორის   სახალხო დამცველის აპარატზე და როგორც ამბობს, ანგარიში არ გაუწიეს ასევე  აჭარის უმაღლეს საბჭოს. რეგიონული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 5 წევრს სწორედ უმაღლესი საბჭო ირჩევდა.  საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაში, მხოლოდ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საფრთხეს არ ხედავს გია ქარცივაზე. მისი შეფასებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების საბოლოო შედეგი   აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გაუქმება იქნება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი