ბრიფინგი მახოს სკოლის სპორტდარბაზის რეაბილიტაციის საკითხზე

03 ივლისი 2023, 14:19 647 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ მახოს საჯარო სკოლის  სასპორტო სკოლის სარემონტო სამუშაოები, რომელზეც ტენდერი  2021 წელს გამოცხადდა, ჯერ ისევ დაუსრულებელია.  

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი  მიშა ბოლქვაძე  კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  კომპანია  „მშენებელი 2016“-ს  სარემონტო  სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად  400 დღის წინ უნდა დაესრულებინა, თუმცა  ვადაგადაცილებისა და  ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად,  აჭარის განათლების სამინისტრომ  149 848 ლარი, ანუ  გამოყოფილი  თანხა სრულად კომპანიას  ჩაურიცხა.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანიას  სკოლის მხოლოდ  სასწავლო ნაწილის რემონტი ეხებოდა, რაც  უკვე დასრულებულია, სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის   კი სხვა   ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდა და  ექსპერტიზის დასკვნის  შემდეგ პირგასამტეხლ დაეკისრება.

სასპორტო დარბაზის  სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად ხელახალი ტენდერია გამოცხადებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში