სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი

03 ივლისი 2023, 15:02 691 ნახვა

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან დაკავშირებული ცვლილებები გათვლილია ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. მისი მიზანია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის შენარჩუნება, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესები ეწირება„ - ამ შინაარსის ღია წერილს სამოქალაქო საზოგადოება ავრცელებს, რომლითაც  და  პრეზიდენტს,  აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, სახალხო დამცველს, პარლამენტს,  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმართავენ.   

მიაჩნიათ, რომ  ცვლილებებს ექნება გამოუსწორებელი შედეგები, მათ შორის: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გაუქმდება როგორც ინსტიტუცია; რეგიონის  მოსახლეობის ინტერესები, თავისი მრავალფეროვნებითა და სპეციფიკით, როგორც ამას აქამდე ითვალისწინებდა კანონი , აღარ იქნება წარმოჩენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში; აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ არხად გადაქცევა პროცესის დასაწყისია მის სრულ გაუქმებამდე, რაც დროის საკითხია; მრჩეველთა  საბჭოს გაუქმების შემდეგ აღარ რჩება ინსტიტუცია, რომელიც რეგიონის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას მოითხოვს მაუწყებლის მენეჯმენტისგან და მას დაავალდებულებს ამ ინტერესებზე მორგებული მაუწყებლობის ორგანიზებას; აღარ იარსებებს სივრცე მენეჯმენტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოსათხოვად, რაც დააზიანებს საზოგადოების ინტერესებს - აღნიშნულია მიმართვაში.

სამოქალაქო საზოგადოების წევრების განცხადებით,  სინამდვილეში საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მოტივი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე მმართველი პარტიის კონტროლის შენარჩუნებაა, რასაც ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესებიც ეწირება და ეს ყველაფერი ხდება ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად  2024 წლის არჩევნების წინ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი