საპარლამენტო უმცირესობას საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს. კითხვები ეხება საქმის მიმდინარეობას და მათ აინტერესებთ, თუ როგორ მოხდა ციანიდი სასულიერო პირის ჩანთაში. ოპოზიცია პროკურატურის განცხადებებს უსუსურს უწოდებს და მთავრობას მიმართავს, განმარტოს, რა საფრთხეზეა საუბარი, რომელიც ქვეყანამ აიცილა. უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმის მასალები უნდა სრულად გასაჯაროვდეს. უმრავლესობის ნაწილი კი აცხადებენ, რომ მასალების ნაწილი საჯარო უნდა გახდეს.
რაც შეეხება დეკანოზი გიორგი მამალაძეს, ის ჩაფიძის გულის ცენტრში გონების დაკარგვის დიაგნოზით მოიყვანეს. მედიკოსები ვარაუდობდნენ რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა ფილტვების ანთება აღმოაჩნდა. კლინიკის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დეკანოზი შესაძლოა ღუდუშაურის კლინიკაში დღესვე გადაიყვანონ.