უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა და მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრა.
ანდრეი ერმაკმა ტელეგრამ არხზე სამძიმრის წერილი ქართულად გამოაქვეყნა.
აღნიშნა, რომ ომი სამწუხაროდ არის ტკივილი და დანაკარგი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ქართველებს მადლობა გადაუხადა.