საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

01 ივლისი 2023, 22:58 659 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა.
მეოთხედფინალური შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ისრაელის ნაკრებთან ფრედ 0:0 დასრულდა.

პენალტების სერიაში კი უკეთესი მეტოქე გუნდი იყო და მათ სასარგებლოდ 3-4 დასრულდა და ისრაელის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. ისრაელის მეტოქე ინგლისსა და პორტუგალიას შორის საუკეთესო იქნება.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ასპარეზობდა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პორტუგალიის, ნიდერლანდების და ბელგიის ნაკრებებს აჯობა.

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი