ქართული ბრენდების დაჯილდოება

01 ივლისი 2023, 11:50 705 ნახვა

პროექტ "ქართული ბრენდის დღის" ნომინაციაში წარმატებული ტელე-პროექტის გამარჯვებული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ერთი დღე სოფელში" გახდა, ასევე დაჯილდოვდა რადიო აჭარა ნომინაციაში "ისტორიული ბრენდი''.

პროექტის უცვლელი ნომიმაციებია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდ პერსონა. ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზები კომერციულ კომპანიებს, ორგანიზაციებს, საბავშვო სტუდიებს ,ასევე კონკრეტულ ადამიანებს გადასცეს.

ორგანიზატორების განმარტებით დაჯილდოება სხვადასხვა ორგანიზაციის წახალისებისა და მიმდინარე ეკონომიკური და კულტურული პროცესების პოპულარიზაციისთვის უკვე 20 წელია იმართება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში