ინდოეთში ავტოავარიის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში მოხდა.
პოლიციის ცნობით, თავდაპირველად დაზიანდა მანქანის დიზელის ავზი და ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მგზავრთა უმრავლესობამ გადმოსვლა ვერ მოახერხა. ავტობუსი გზის გამყოფს შეეჯახა.
ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა განცხადება და აღნიშნეს, რომ დაზარალებულთა ოჯახები 700 ათას რუპიას მიიღებენ, რაც 8500 აშშ დოლარის ექვივალენტია.