პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.
წილისყრის შემდეგ ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი. ქართველი ძიუდოისტები პირველ წრეში ისვენებენ, მერვედფინალში კი ლიეტუვასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
ჩვენი გუნდი წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში ისრაელს ან თურქეთს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში კი საქართველოს სავარაუდო მეტოქე საფრანგეთის ეროვნული გუნდი უნდა იყოს.
მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული გუნდური შეჯიბრება ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიცაა. ტურნირზე 22 ქვეყანა გამოვა.