ცვლილება მაუწყებლის შესახებ კანონში - მრჩეველთა საბჭოს წევრების შეფასება

29 ივნისი 2023, 15:01 1213 ნახვა

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს აფასებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლები.

გია ქარცივაძეს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არსებობას და ეს უარყოფითად იმოქმედებს მედია გარემოზე. 

„დეპუტატებს, წარმოდგენა არ აქვთ სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებაზე და ეს გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული“ - ასე ეხმაურება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დაგეგმილ ცვლილებებს. გიგო ჩხარტიშვილის განცხადებით, კონსულტაციები არ ყოფილა მრჩევლებთან და ეს ცვლილებები კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს კი მიაჩნია, რომ კანონში შესატანი ცვლილებები მაუწყებელს არ დააზიანებს და მაუწყებელი გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების, ასევე პრიორიტეტების შესრულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი