დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელიც მესამედ ტარდება.
ლევან შავაძემ სამწვრთნელო კარიერის დროს არაერთი წარმატებული ფალავანი აღზარდა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები ჭაბუკთა შორის, ასევე მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე. შეჯიბრებაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
ტურნირი 10 წონით კატეგორიაში ტარდება და ხვალ დასრულდება.