ყურბან-ბაირამის დღესასწაული

28 ივნისი 2023, 12:00 1047 ნახვა

ისლამური სამყარო დღეს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს ანუ მსხვერპლშეწირვას აღნიშნავს. ამ დღესასწაულს მუსლიმები ღმერთთან დაახლოების დღესასწაულს უწოდებენ და ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ყურბანს კლავენ.   სადღესასწაულო ლოცვა  დილით ადრე  დღეს ბათუმის მთავარ მეჩეთში, ორთაჯამეში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.  

ლოცვას ქართველ მუსლიმებთან ერთად სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მორწმუნეები სამი დღის განმავლობაში, ლოცვის შემდეგ, მზის ჩასვლამდე შინაურ ცხოველს კლავენ.  ყურბნის ხორცი სამ ნაწილად იყოფა. ნაწილს ახლობლებსა და ნათესავებს, ნაწილს სოციალურად გაჭირვებულებს, ხოლო ნაწილს ოჯახის წევრებს ურიგებენ.  

ყურბან- ბაირამი ოთხდღიანი დღესასწაულია და მუსლიმთა რწმენით იგი ქველმოქმედების, პატიებისა და სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო პერიოდია.  დღესასწაულზე მუსლიმები გარდაცვლილთა საფლავებზე გადიან.   

ყურბან-ბაირამი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს რეგიონის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს. თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე ბათუმის მთავარ მეჩეთში იმყოფებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი