მახვილაურში ერთიანი ''ნაციონალური მოძრაობის'' ხელვაჩაურის ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა და სოფელში გზისა და სხვა პრობლემების მოუგვარებლობაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
ადგილზე შეკრებილებმა თქვეს, რომ რამდენიმე წელია მათ სოფელში შენდება ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის გამოც დაზიანდა სოფლის გზა, რომელიც გადაადგილების პრობლემას ქმნის.
მახვილაურში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც აჭარის საგზაო დეპარტამენტში მიიტანენ.
აჭარის საგზაო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ მაგისტრალის მშენებლობის დასრულებამდე გზის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება. რაც შეეხება რემონტს, სოფლის გზის მოშანდაგება და მოხრეშვა პერმანენტულად მიმდინარეობს.