ბათუმში, რამდენიმე უბანს, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, წყლის მიწოდება შეუწყდება. "ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, აბონენტებს შეზღუდვები 27 ივნისის ღამის 21:00 საათზე მოეხსნებათ.
წყალმომარაგება შეუწყდება: თამარის, წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის დასახლებებს, აეროპორტის გზატკეცილის და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.