აშშ პრიგოჟინის სამხედრო ამბოხის უკან არ დგას - თეთრი სახლი

27 ივნისი 2023, 11:03 550 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა სხვადასხვა დიპლომატიური არხი, რათა გაეგზავნა მესიჯი რუსეთისთვის, რომ ვაშინგტონი  არ იდგა კრემლის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხის უკან - ამის შესახებ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  თეთრი სახლის  სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მას არ უთქვამს, თუ რა პასუხი მიიღო   მოსკოვისგან. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო  კომპანია ვაგნერის ხანმოკლე ამბოხი კრემლის წინააღმდეგ  რუსეთის პოლიტიკური სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი იყო და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მასში არ მონაწილეობდნენ.

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. დღეს ვაშინგტონი კიევისთვის 500 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს წარმოადგენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში