ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო სატურნირო დღეს სამმა ქართველმა - ვარლამ ლიპარტელიანმა, ონისე სანებლიძემ და საბა ინანეიშვილმა იასპარეზეს, რომელთაგანაც ფინალში ასპარეზობის უფლება მხოლოდ კაპიტანმა მოიპოვა.
ვარლამმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი გერმანელი კილან კაპელმეიერი დაამარცხა.
ნახევარფინალში გასასვლელად ლიპარტელიანმა ჯერ პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი იაპონელ აარონ ვულფს სძლია.
ფინალში ლიპარტელიანი მასპინძელ ბატჰუიაგს დაუპირისპირდა. მეტოქემ დამატებით დროში ეფექტური გდება განახორციელა და მოიგო. ინანეიშვილი და სანებლიძე უმდელოდ დარჩნენ.