უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს

26 ივნისი 2023, 09:57 416 ნახვა

გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში ამოქმედდა. ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა ოდესაში.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობდა. მოგვიანებით კი განგაში გაუქმდა. 

უკრაინის თავდაცვითი და შემტევი ძალების ინფორმაციით,  უკრაინის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსეთის მიერ მოწყობილი სანგრების ნაწილი დაიკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში