"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" - ამ ლოზუნგით, თბილისში აქცია პერფორმანსი გამართეს პარტია ''ევროპულმა საქართველომ'' და მათმა მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა.
აქცია რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა, მათ მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ ვინ არის შოიგუ, რა როლი აქვს ახლა და რა როლი ჰქონდა მას 30 წლის წინ აფხაზეთში.