ოკუპანტის აგრესიას უკრაინაში კიდევ 2 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლისიჩანსკთან იბრძოდნენ.
ჯონი ოდიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა. მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო.
დაღუპულებს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.