შსს - შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ სიტუაცია სრულად კონტროლდება, ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის

24 ივნისი 2023, 15:10 596 ნახვა

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ „დარიალზე“ არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი