ქედის მუნიციპალიტეტში ხიდებისა და დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ აგარაში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა, ხოლო მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით ხიდის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ბეტონის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მშენებლობა.
ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 49 ხელოვნურ ნაგებობას. მათ შორის აშენდება 6 ხიდი, განხორციელდება 25 საყრდენი კედლის მშენებლობა/მოწყობა და 18 დამცავი ნაგებობისა და წყალანირების მოწყობა.