მუსიკალური საღამო ბათუმში

24 ივნისი 2023, 10:15 612 ნახვა

„ერთად გავატაროთ ზაფხული„ - მუსიკალური საღამოები გრძელდება.  ფესტივალის ფარგლებში კონცერტი ბათუმის ცენტრალურ პარკში  დღეს  საღამოს შვიდ  საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. მაყურებლის წინაშე დავით მაზარაშვილის ბენდი, სოფო ხალვაში, სოფო გელოვანი  და სხვა მომღერლები წარსდგებიან.  

მუსიკალურ  ფესტივალზე კონცერტის პარალელურად მოეწყობა  ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.

მუსიკალური საღამოები უკვე გაიმართა ხელვაჩურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ფესტივალი ბათუმის შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში