რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.
"ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში.
„კლიუჩევსკაია“ ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ევრაზიაში. მისი აბსოლუტური სიმაღლე დაახლოებით 4 850 მეტრია. ბოლოს ვულკანის ლავის ამოფრქვევა 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე გრძელდებოდა.