ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში მომზადდა 5 ერთობლივი კვლევა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხსოვნას უკავშირდება.
ღონისძიების მეორე ნაწილი ქართულ-აფხაზური გამოცემების წარდგენას და პროექტის მონაწილეთა შეფასებას დაეთმო, სადაც თითოეული გამოცემის მნიშვნელობაზე, ასევე ქართულ-აფხაზური შეხვედრების მიმდინარეობასა და სამუშაო პროცესზე ისაუბრეს.