,,საქართველოს ველური ვაზი’’ - ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აჭარის 1-ელი რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ასევე აჭარული ვაზის კულტურულ ჯიშებსა და ვენახების კადასტრის პროგრამებზე. მომხსენებლები ღვინის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის წევრები არიან.
მონაწილეები განიხილავენ ასევე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით რეგიონში განხორციელებულ პროექტებს.
შეხვედრა ქართული ვაზის სანერგე მეურნეობა "იოსების ვაზის სამშობლოს" ორგანიზებით ტარდება.