21 ივნისს ოფიციალურად III ევროპული თამაშები დაიწყო. ,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“. ტურნირი 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის მსვლელობისას 29 სახეობაში მედლების 253 კომპლექტი გათამაშდება. საქართველოდან სპორტის 16 სახეობაში 99 სპორტსმენი იასპარეზებს.
გახსნის საზეიმო ცერემონია კრაკოვში ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სანახაობა რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი და როგორც მალოპოლსკის მხარის წარსულის მთავარ მოვლენებს, ასევე პოლონეთის ისტორიის გამორჩეულ მომენტებს აერთიანებდა.
გულშემატკივრებმა ასევე იხილეს პოლონური ლეგენდების მცირე თეატრალიზებული წარმოდგენა და პოპულარული მუსიკოსების ნომრები.
ღონისძიების მთავარი ნაწილი აღლუმს დაეთმო. სხვებთან ერთად აღლუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმაც. ჩვენი ნაკრების გუნდის მედროშეები იყვნენ მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე და ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.
22 ივნისის განრიგი:
პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: europeangames.tv