ქალაქის ტერიტორიაზე პირუტყვის უმეთვალყურეოდ გაშვებისთვის რეგულაციები მკაცრდება.ორმაგდება ჯარიმები, განსაკუთრებით კი თუ კანონდარღვევის ფაქტები სანაპირო ზოლთან პარკში ანდა ბულვარში დაფიქსირდება.უნდა ითქვას,რომ აქამდეც არსებობდა რეგულაცია, თუმცა როგორც ჩანს მოქმედი წესმა ვერ გაამართლა. მაგალითად ქობულეთში რამდენიმე მეველე ერთდროულად ატარებს მონიტორინგს. მიაჩნიათ,რომ ბულვარში საბალახოდ გაშვებული პირუტყვის ტერიტორიიდან გასაყვანად მხოლოდ ადამიანური რესურსი და კანონის გამკაცრება ვერაფერს ცვლის. ვიდრე კანონი ძალაში შევა, მანამდე მეპატრონეები ისევ არ ერიდებიან ტურისტულად აქტიურ ადგილებშიც კი საქონლის გაშვებას, ამიტომ ხშირია ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები, რომლისთვისაც მერიას ცხადია დამატებითი ხარჯების მობილიზაცია უწევს.