ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისაუბრა. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ დაფასდება.პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.