21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. პირველ ტურში საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები "დინამო არენაზე" პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს ეთამაშება.
მატჩი დღეს თბილისში ‘’დინამო არენაზე’’ 20:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს:
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელესკოლა გადმოსცემს.
ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. ფინალური შეხვედრა კი ბათუმში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გარდა, A ჯგუფში ბელგიას (24 ივნისი) და ნიდერლანდებს (27 ივნისი) დაუპირისპირდება.