დატბორილი სახლები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები - ძლიერი წვიმა საჩხერეში

21 ივნისი 2023, 10:18 672 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად საჩხერეში დაიტბორა სახლები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები, სახნავ-სათესი სავარგულები.

წყალმა დაფარა საავტომობილო გზაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი მნიშვნელოვანია. 

უხვმა ნალექმა პრობლემები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც შექმნა, სადაც დაზიანდა გზები და დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები.

საჩხერის მერის განცხადებით, ზარალი დიდია, რის გამოც მერი არ გამორიცხავს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში