ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

20 ივნისი 2023, 12:08 660 ნახვა

პირველ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე tkt.gebsa.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1 450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში რამოდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

• თიბისი მოსწავლის ან სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას Star Ring- ის კატეგორიის ბილეთებზე 30% - იანი ფასდაკლებას მიიღებთ;
• თიბისი Visa ბარათით გადახდისას ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე 20% ფასდაკლებას მიიღებთ;
• თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ORBIT და VIP კატეგორიის ბილეთებზე 30%- იან ფასდაკლებას მიიღებთ

ერთ მომხმარებელს ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. tkt.ge-ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვაა შესაძლებელი. მომხმარებელს Super App-ში Star Ring-ისა და ORBIT-ის ბილეთები დახვდება, ხოლო bsa.ge-ზე მხოლოდ Star Ring-ის. ამასთან, Bsa.ge-ზე არ იმოქმედებს „თიბისის“ ფასდაკლება.

15 გრემის ჯილდოს, 4 „Brit Awards-ის“, 4 „გინესის“ რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში