დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოჯახის წევრების მოთხოვნით დაკავებულ სასულიერო პირს ახალი ადვოკატი ჰყავს. გიორგი ფანცულაიასთან და მია ზოიძესთან ერთად დეკანოზს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიცავს. რამიშვილი ამბობს, რომ საქმის დეტალებს იცნობს და რამდენიმე საათში დაკავებულს პირადად შეხვდება, სწორედ ამის შემდეგ გეგმავს ადვოკატი საქმის დეტალებზე ისაუბროს.